მწყემსს ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთთან მწყემსს ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა. 40-წლამდე კაცი მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე დაიღუპა.

გამოძიება 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 5-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Comments

კომენტარები