მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 31 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 31 033 397 შემთხვევა გამოვლინდა, 960 736 ადამიანი გარდაიცვალა, 21 256 938 კი გამოჯანმრთელდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში დაფიქსირდა (6 805 630). მეორე ადგილზე ინდოეთია (5 487 580), ხოლო მესამეზე ბრაზილია (4 544 629).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

Comments

კომენტარები