მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს მის სანდოობას ნაკლებად დააზიანებს

ფორმატი და შინაარსი ამ კომისიის მუშაობის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება ოპოზიციის აქტივობაზე, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა მიმართულია ჭეშმარიტების დადგენისკენ.

„რა თქმა უნდა, სასარგებლო იქნება საზოგადოებისთვის, მათ შორის ამ კომისიის მუშაობისთვის ოპოზიციის მონაწილეობა და ჩართულობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოპოზიციური პარტიები ამაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვფიქრობ, ეს ნაკლებად დააზიანებს სანდოობას ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით, რასაც უზრუნველყოფს საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობა და მონაწილეობა ამ კომისიის საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ ეს არის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია აბსოლუტურად კონსტრუქციულად ჭეშმარიტების დადგენისკენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Comments

კომენტარები