
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად – აბა, რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში
ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად, აბა რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედის“ პალატიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აჩვენოს საუკეთესო რაც შეუძლია, როგორც პარტიამ და ჩვენ არ მივდივართ საპატიო მეორე ადგილისთვის. […] ჩვენ ვემზადებით პირველ ადგილზე გასასვლელად და გასამარჯვებლად, აბა რისთვის ჩამოვედი აქ, აბა რისთვის ჩავიგდე ჩემი სიცოცხლე საფრთხეში, იმისთვის რომ გავიმარჯვოთ, იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთიანობა. როცა ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანებზე, როგორიცაა ნიკა ვაჩეიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ეკა წამალაშვილი, გია ჭანტურია ….. პოლიტსაბჭო რომელიც არჩეულია, რა თქმა უნდა, არის ლეგიტიმური, მაგრამ ჩვენ ვიჩქარეთ ვიღაც ადამიანების გაშვება, მე მინდა ამ ადამიანებს მოვუწოდო, დაბრუნდნენ პოლიტსაბჭოში კოჰაბიტაციის გზით, ჩავკიდოთ ისევ ერთმანეთს ხელი, ჩავერთოთ გადაწყვეტილების მიღებაში, იმიტომ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. მე ვარ გარანტი იმისა, რომ თქვენ იქნებით ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების და ინიციატივის ნაწილი”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი განხილვა განახლდა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ლაშა ბასლანძე: იმ ბავშვებმა და ახალგაზრდებმა, რომლებსაც „რუსი“ და „რუსული კანონები“ აძახებინეს, დაინახეს, რაც ხდებოდა – უცებ გაირკვა, რომ გვაძლევენ სტატუსს, ევროკავშირი იგივე კანონს იღებს, რასაც აქ რუსული ეძახეს
აუცილებლად მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს მოლოდინი თავიდანვე მქონდა - ყველამ იცის, რომ ყველაზე მეტად ჩვენ გვეკუთვნოდა თავიდანვე. 15-ში სტატუსს მივიღებთ,...
ბაკურ ბაკურაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან
თუ ჰგონიათ, იქ, ევროპაში არ იციან, ვინ უზით მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან და თუ ესაუბრება იმაზე, რომ დღეს საქართველოს რუსეთიდან მართული...
ბაკურ ბაკურაძე: მინდა გამძლეობა ვუსურვო დღევანდელ ხელისუფლებას, რომელმაც ევროინტეგრაციის გზაზე იმდენი რამ გააკეთა, რამდენიც ჩვენს ბოლო 30-წლიან ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია
ვფიქრობ, რომ ევროკავშირი უკვე მისულია იმ აზრამდე, რომ საქართველო, როგორც ეს ხდებოდა მრავალი საუკუნის წინ, ნამდვილად არის ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭე...
მიხეილ სააკაშვილი: სწორედ “ვარდების რევოლუციის თაობა” შექმნის ახალ საქართველოს
ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "ყოველთვის განსაკუთრებით მიხარია ქართველი ახალგაზრდების აქტიურობა და მათი დიდი მოლოდინი...
იაგო ხვიჩია: მელია ვეღარც ცალკე მიდის და ვერც პარტიიდან მიდის, ჯიუტად დუმს და ამით ძირავს „ნაცმოძრაობას“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ახლა არიან ბრძოლებში ნიკა მელიას და მისი მომხრეების თუ გულშემატკივრების წინააღმდეგ, თუ არ იშლებიან, შერიგდნენ. ბოლოს და...
ბორის ჩელე ყურუა: ისევ თუ დააპირებენ რუსული კანონისნაირი საბოტაჟის გაკეთებას, ისევ უნდა გამოვიდეთ და უნდა ვურტყათ თავში
ისევ თუ დააპირებენ რუსული კანონისნაირი საბოტაჟის გაკეთებას, ისევ უნდა გამოვიდეთ და უნდა ვურტყათ თავში, - ,- ამის შესახებ „გირჩი -...