მიხეილ სააკაშვილის ათენში მიგრანტებთან შეხვედრა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ათენში ემიგრანტებთან შეხვედრა დაპირისპირებით დასრულდა. ქალაქის ცენტრალურ უბანში, იქ, სადაც ქართველები იკრიბებიან, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო.

ათენში ჩასვლამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ საბერძნეთის დედაქალაქში მას ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დახვდებოდნენ, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას აპირებენ.

Comments

კომენტარები