მედია: ამერიკელმა ქალმა მეგობარ კაცს მაღალ ხმაზე ხვრინვის გამო ესროლა

ამერიკელმა ქალმა მეგობარ კაცს მაღალ ხმაზე ხვრინვის გამო ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 47 წლის ლორი მორინი მკვლელობის მცდელობის ბრადლებით დააკავეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

სამართალდამცავი უწყების განცხადებით, წინასწარი გამოძიება აჩვენებს, რომ გასროლა შემთხვევით მოხდა. თუმცა პოლიცია ასევე აღნიშნავს, რომ მეგობარი კაცის ჩვენებით, ხმაური სწორედ ხმამაღალ ხვრინვას მოყვა. ბრიტ ოლგუდის მდგომარეობა სტაბილურია. თავად ბრალდებული კი პოლიციის განცხადებით, გამოკითხვის დროს თავს იკატუნებდა და ტიროდა.

Comments

კომენტარები