“მგზავრების ნაწილი გვირაბში ფეხით მოძრაობდა” – მეტრო გვირაბში გაჩერდა

პრაიმტაიმის” ცნობით, დღეს დილით  თბილისის მეტროპოლიტენში კვლავ შეფერხება მოხდა.

მატარებელი „ახმეტელის თეატრის“ და „სარაჯიშვილის“ მეტროსადგურებს შორის, გვირაბში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გაჩერდა.

მგზავრების ინფორმაციით,  ხალხის  ნაწილი გვირაბში ფეხით გადაადგილდებოდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში ” პრაიმტაიმს” რომ შეფერხების შესახებ დაუდასტურეს, თუმცა უარყვეს ინფორმაცია მგზავრების გვირაბში გადაადგილების თაობაზე.

მათი განცხადებით, შეფერხება მოხდა ათი წუთით და გვირაბში მგზავრები არ გასულან.

Comments

კომენტარები