მარცხი ნიშიკიფუჯისთან – ტოჩინოშინს აკი ბაშოზე ხუთი წაგება დაუგროვდა

მარცხი ნიშიკიფუჯისთან – ტოჩინოშინს აკი ბაშოზე ხუთი წაგება დაუგროვდა

ტოკიოში სუმოს სუპერტურნირის მე-8 დღე მიმდინარეობს, სადაც ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) იღებს მონაწილეობას. მე-8 მაეგაშირა ქართველი სუმოისტი ამჯერად მე-10 მაეგაშირა ნიშიკიფუჯის შეხვდა, რომელსაც გორგაძესთან დაპირისპირებამდე 5 მოგება და 2 მარცხი გქონდა, ტოჩინოშინს კი 3 მოგება და 4 მარცხი.

შეჯახების შემდეგ, ქართველი სეკიტორი ქამრის აღება ცდილობდა, მაგრამ მეტოქემ ეს უფრო მალე მოახერხა, უპირატესობაც მოიპოვა, ტოჩინოშინი დოჰიოდან გადაიყვანა და იორიტაოშით მოიგო.

გორგაძეს სექტემბრის ბაშოზე უკვე 3 მოგება და 5 მარცხი აქვს, დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კი ბოლო 7 ბრძოლიდან 5-ის მოგება სჭირდება. ხვალ მისი მეტოქე მე-11 მაეგაშირა კოტოშოჰო იქნება, რომელსაც მოგება-წაგებათა ბალნსი 4-4-ზე აქვს.

Comments

კომენტარები