მაკო სამხარაძე-კორონა განაჩენი არ არის , აუცილებლად გადაიტანს სამყარო ამ გამოწვევას, მთავარია ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ,არამედ სხვის ჯანმრთელობაზეც, იმ ნორმების დაცვით,რასაც ამ პერიოდში ავტორიტეტები მიგვითითებენ.


ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მაკო სამხარაძე  შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გვესაუბრება -კორონა განაჩენი არ არის , აუცილებლად გადაიტანს სამყარო ამ გამოწვევას, მთავარია ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ,არამედ სხვის ჯანმრთელობაზეც, იმ ნორმების დაცვით,რასაც ამ პერიოდში ავტორიტეტები მიგვითითებენ.

ქალბატონო მაკო,რამდენი ხანია ცხოვრობთ ესპანეთში?

– 9 წელია.

-როგორია ემიგრანტის თვალით დანახული საქართველო covid-19 -ის პერიოდში?

– ნუ,მაშინ როდესაც ევროპას და ამერიკას საკმაოდ გაუჭირდა ამ სახის პანდემიასთან ბრძოლა, საქართველო მოწესრიგებულად და თანმიმდევრულად ართმევს თავს მოცემულ გამოწვევას.

-თვლით,რომ საქართველოს მთავრობა სწორად მართავს პროცესს?

– დიახ.

-როგორია თქვენი თვალით დანახული ესპანეთი covid 19 ის პერიოდში?

-ესპანეთმა ,ისევე როგორც იტალიამ საკმაოდ გვიან გაიაზრა საფრთხის არსი. მადრიდში,8 მარტის ქალთა გამოსვლის დროს მასიურად დაინფიცირდნენ ადამიანები და ცოტა მოგვიანებით გამოცხადდა თვითიზოლაცია სავალდებულო ნორმად. აქ საუბარია 47 მილიონიან ქვეყანაზე.თქვენ მოგეხსენებათ ,რომ მსოფლიოს არცერთი ქვეყანა არ აღმოჩნდა მზად თავი გაერთვა ამ ტიპის გამოწვევისთვის და რეალურად არც შეიძლებოდა რომ მზად ყოფილიყო.ესპანეთში პანდემიის ძირითადი მსხვერპლი მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადრები და საპენსიო ასაკის მოსახლეობა აღმოჩნდა. ამ დროისთვის საკმაოდ გამკაცრებულია გადაადგილების ნორმები და თუმცა ქაოტიკურად, მთავრობა ცდილობს ყველა ზომის მიღებას,რათა თავი დავაღწიოთ ამ მდგომარეობას.

-თავს როგორ გრძნობთ როგორც ემიგრანტი,გაქვთ დაცულობის შეგრძნება ესპანეთში?

-დღე არ ყოფილა ეგ შეგრძნება არ მქონოდა. ესპანეთში და ზოგადად ევროპაში თავისუფლება და თანასწორობა ადამიანის უფლებების განმსაზღვრელი ძირითადი ფუნდამეტია. და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან ხარ.აქ სრულიად ხარ დაცული.

-გეხმიანებიან მეგობრები და ახლობლები?

-კი ,ყველა… უბრალო ნაცნობებიც კი,და ყველას ვამშვიდებ რომ აუცილებლად გადაიტანს სამყარო ამ გამოწვევას, მთავარია ვიზრუნოთ არა მარტო საკუთარ,არამედ სხვის ჯანმრთელობაზეც, იმ ნორმების დაცვით,რასაც ამ პერიოდში ავტორიტეტები მიგვითითებენ.

-ახლა რა მდგომარეობაა ესპანეთაში?

ესპანეთს ყავს 4 000 ზე მეტი გარდაცვლილი, 56 000 ინფიცირებული და 7000 გამოჯანმრთელებული

მძიმე მდგომარეობაა მადრიდში,კატალუნიასა და ბასკეთში.

-გენატრებათ საქართველო?

-საქართველოში თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ, რა თქმა უნდა მენატრება. 🙂

-რას უსურვებდით თქვენს ქვეყანას?

-თუ ძალიან პათეტიკურად არ გამომივა, გამძლეობას, ნორმების დაცვას, ნაკლებ სუფრებს და ბირჟებს.

– რას ურჩევდით პანიკაში მყოფ ადამიანებს?

-კოვიდ 19 მხოლოდ ხანდაზმულ, იმუნიტეტშერყეულ და ქრონიკული პათოლოგიების მქონეთ ამარცხებს. მისი სიკვდილიანობა 2 პროცენტია. უნდა დავმშვიდდეთ და თავი დავიცვათ. პანიკამ და სულიერმა აშლილობამ ამ ვირუსზე უარესი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს

გისურვებთ ჯანმრთელობას…

მადლობა

Comments

კომენტარები