კვლევა: სწრაფად მოსიარულეებმა შესაძლოა 15 წლით მეტხანს იცოცხლონ

DailyMail-ის ცნობით, ახლახან გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, სწრაფად მოსიარულე ადამიანებმა შესაძლოა უფრო დიდხანს იცოცხლონ, ვიდრე მათ, ვინც ნელა დადის.

ლეისესტერის უნივერსიტეტის მკვლევრებმა 2006-2016 წლებში გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრები 474,919 ადამიანის მონაცემები გააანალიზეს. კვლევით დადგინდა, რომ იმ ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომლებიც სწრაფად დადიოდნენ, 86.7-დან 87.8 წლამდე იყო, ხოლო კაცების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 85.2-დან 86.8- წლამდე იყო.

ნელა მოსიარულე ადამიანებში კი ქალების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 72.4 წელს, კაცების კი 64.8 წელს შეადგენდა.

კვლევის თანახმად, ამ მაჩვენებლებზე ადამიანის წონას გავლენა არ ჰქონია.

Comments

კომენტარები