კახა კალაძე პოლონეთში თბილისისთვის ავტობუსებს არჩევს

თბილისი მერი კახა კალაძე პოლონეთში, ქალაქ სტრახოვიცეში “მანის” ქარხანაში იმ ავტობუსებს ათვალიერებს, რომლებიც საქართველოსკენ ხვალ დაიძრებიან. თებერვლის ბოლოს 20 ერთეული, მაისის თვეში კი თბილისში სულ 90 ახალი ავტობუსი იმოძრავებს.

Man-ის ფირმის 90 ერთეული ავტობუსი – დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავით, რომელიც არის ევრო 6-ის ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ავტობუსის სიგრძეა 10 მეტრი, სულ გათვლილია 82 მგზავრზე, ხოლო აქედან დასაჯდომი ადგილების რაოდენობაა 27+1.
ავტობუსის სალონი ადაპტირებულია შშმ და ეტლით მოსარგებლე პირთათვის, სალონში გამოყოფილია სივრცე ერთი შშმ პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილია შესაბამისი სახელურებით და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ასევე ეტლის დასამაგრებელი მოწყობილობით.

Image may contain: 1 person, outdoor

Image may contain: sky, bus and outdoor

ავტობუსის წყალგამძლე იატაკი ახდენს ხმაურის და თბო იზოლაციას, არის ცეცხლგამძლე და მოცურებისაგან დაცული. ტრანსპორტის სალონი არის მთლიანად თბოიზოლირებული. გადაადგილების დროს ხდება ავტობუსის კარების ბლოკირება. მეორე კარებთან დამონტაჟებულია მექანიკური პანდუსი შშმ პირთათვის და ბავშვის ეტლისათვის. სალონში არსებობს გაჩერების მოთხოვნის 8 ღილაკი.
სალონში არის ინტეგრირებული გათბობა, კონდენცირებისა და ვენტილაციის სისტემა. კონდენცირება გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსი აღჭურვილია 8 usb-დამტენებით, რომლიც მგზავრებისათვის მოსახერხებელ ადგილასაა დამონტაჟებული.
ავტობუსი აღჭურვილია ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, გააჩნია ძრავის განყოფილების ხანძრის გამოვლენის სისტემა და სალონში განთავსებულია 2 ერთეული ცეცხლმაქრი. ტრანსპორტი გაჩერების დასახელების გამოცხადების ტექნიკური საშუალებითაცაა აღჭურვილი

Comments

კომენტარები