ისტორიული რეკორდი, რომელსაც ალბათ ვერავინ მოხსნის – იაპონელმა მოციგურავემ ყინულზე ახალი ისტორია შექმნა!

იაპონიაში ფიგურულ სრიალში  მოკლე პროგრამის შემდეგ იაპონელი იუზურუ ჰანიუ ლიდერობდა.  იაპონელმა მოციგურავემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და საოცრება მოახდინა. ტექნიკურ ელემენტში იუზურუმ 118.87 ქულა მიიღო და გააუმჯობესა 2013 წელს კანადელი პატრიკ ჩანის მიერ დამყარებული რეკორდი, რომელმაც 100.25 ქულა აიღო.

იუზურუ პირველი მოციგურავე გახდა მსოფლიოში, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში 200 ქულას გადააჭარმა და 216.07 ქულა დააგროვა. რაც შეეხება საბოლოო შედეგს, იაპონელი მოციგურავე პირველ ადგილზე 322.40 ქულით გავიდა.

https://www.palitravideo.ge/yvela-video/sporti/65701-istoriuli-rekordi-romelsac-albath-vera?fbclid=IwAR3GIq27mzSdA0XVGylm40H1iFbd0yf8KeTfdX_F2HCGaPOv1iWzRneiSwo

Comments

კომენტარები