ირმა ხეცურიანმა მეთოთხმეტე ოქრო მოიგო

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ეტლით ფარიკაობის მსოფლიო თასზე ირმა ხეცურიანმა ოქრო მოიპოვა.

„ბ“ კატეგორიაში ქართველმა სპორტსმენმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა და ფლეი-ოფში მონაწილეობის უფლება გაინაღდა. ნახევარფინალური საგზურის მოსაპოვებლად ხეცურიანი პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელს, ტაილანდელ ჯანა სეისუნის შეხვდა და15:8 დაამარცხა.

ნახევარფინალში ხეცურიანმა იგივე შედეგით ჩინელი შუმეი ტანის წინააღმდეგობა დაძლია და ფინალში გავიდა. ოქროსთვის ბრძოლაში ქართველი სპორტსმენის კონკურენტი უკრაინელი ოლენა ფედოტა იყო. გადამწყვეტმა დაპირისპირებამ დაძაბულ ორთაბრძოლაში ჩაიარა. ქართველმა, ფედოტა 15-10 დაამარცხა და მსოფლიო თასებზე მეთოთხმეტე ოქრო მოიპოვა

Comments

კომენტარები