ირაკლი ჩიქოვანი: მომავალ წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სრული გაზიფიცირეა დასრულდება

 

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობას დღეს სოფელ დიდინეძსა და დიდინეძის კახათში შეხვდა.

,,სოფელ დიდინეძში ძალიან მშრომელი ხალხი ცხოვრობს. უშუალო საუბარი გვქონდა, მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად გაზიფიცირება დაასახელა. ზუგდიდში 4 ადმინისტრაციული ერთეულია დარჩენილი ბუნებრივი აირის გარეშე, თუმცა მომავალ წელს მუნიციპალიტეტის სრული გაზიფიცირება დასრულდება. ბევრი შეკითხვა იყო სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ყველა თანხმდება რომ თხილის სექტორს ერთობლივი ჩართულობით დროულად ვუშველეთ” – განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

დიდინეძის შემდეგ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მოსახლეობას გვერდით მდებარე სოფელ დიდინეძის კახათში შეხვდა.

,,დიდინეძს და დიდინეძის კახათს ახალი გზა აკავშირებს, ორი წლის წინ აქ გავლა რთული იყო, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელის გაზიფიცირებაც დასრულდა. ზამთრის სეზონის დაწყებამდე ბუნებრივი აირის ჩართვა მოხდება და მოსახლეობა უფრო კომფორტულად იცხოვრებს“ – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრას ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

Comments

კომენტარები