
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებისადმი მიმართვაში განაცხადა, დღეს ისტორიული დღეა.
მისი შეფასებით, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
„დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის. ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ზურაბ ჯაფარიძე: „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან
ჩემი დაკვირვებით, „ოცნების“ მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა, მიხვდნენ, რომ გადამგდები და მატყუარები არიან,- ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების”...
სოფო ჯაფარიძე: ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება წარმოუდგენელია ყოველდღიური აქტივობის გარეშე!
მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე გურიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდა. „ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გურიაში! შევხვდი ენმ ლანჩხუთის...
იაგო ხვიჩია ვახტანგ გომელაურს: „მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ“
„მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, რომ რამეს დააკლებდით ამ სიტუაციაში, რადგან ადამიანურად...
ცოტნე ივანიშვილი მშობლებთან გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი მშობლებთან გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს
ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს გვიზიარებს-ბუნების სილამაზე და ქალური სინაზე
დიზაინერი ანუკი არეშიძე „ინსტაგრამზე” გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს, სადაც საოცრად ბუნებრივად გამოიყურება. კომენტარებში დადებით და თბილ შეფასებებს უხვად შეხვდებით: „ფანტასტიკური...
მაია ბითაძე: „ქართული ოცნება“ დღეს შეკრულია ისე, როგორც არასდროს, რასაც ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი ოპონენტები და სწორედ ამიტომ არიან გავეშებულები
ნიკა გვარამიას პოსტი იყო აბსოლუტურად ამორალური, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ მას გუნდი არ ჰყავს. კახა კალაძის გარშემო არის შეკრებილი...