
ირაკლი ღარიბაშვილი: წელს უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს მსხვილი ქალაქების სრულ რეაბილიტაციას, შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები
ასევე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ინიციატივა – ჩვენ წელს უკვე უნდა დავიწყოთ 10 ქალაქსა და 10 რეგიონში მსხვილი ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს სრულ რეაბილიტაციას მსხვილი ქალაქებისა. ჩვენ შევარჩიეთ ტურისტებისთვის ყველაზე მეტად პოპულარული ადგილები როგორიცაა ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, მესტია, ყაზბეგი, ქუთაისი, ბათუმი და ა.შ. დეტალურ პროგრამას ძალიან მალე წარმოგიდგენთ, აღნიშნულზე ირაკლი ქარსელაძის სამინისტრო მუშაობს ძალიან აქტიურად და რამდენიმე ხანში წარმოვადგენთ ამ გეგმას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნას შენარჩუნებული.
„ასე რომ, მოკლედ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ქვეყანაში დადებითი დინამიკა იქნას შენარჩუნებული, ეს ტემპები უნდა შევინარჩუნოთ და უფრო მეტად უნდა დავაჩქაროთ ყველა მიმდინარე პროექტი და ჩვენი მოლოდინია, რომ წელსაც უნდა გვქონდეს ძალიან წარმატებული წელი,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ლევან დავითაშვილი: ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ეფექტიანად განხორციელდეს
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე ჩატარებული გვაქვს წინასწარი ტექნიკური კვლევები და ისინი გვაძლევენ საფუძველს, რომ...
საქართველოში სურსათის ბანკების შექმნა იგეგმება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე...
საქართველოდან ვაშლის ექსპორტის მოცულობა გაიზარდა
ვაშლის სეზონზე, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე, საქართველოდან ექსპორტზე 6 300 ტონა ვაშლი გავიდა, ეს კი 17%-ით მეტია წინა...
ფინანსთა სამინისტრო – „კეთილდღეობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ათწლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულებში დასახელდა
საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ სახელმწიფოს უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი...
ლაშა ხუციშვილი – სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, ფინანსთა სამინისტრომ ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი დაიწყო
სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე,...
ლაშა ხუციშვილი – სანქციებთან დაკავშირებით შეჩერდა ათასზე მეტია ოპერაცია, მათ შორის იყო ევროკავშირიდან წამოსულ საქონელი, რომელიც მიდიოდა რუსეთში, ასევე რუსეთიდან წამოსული საქონელი, რომელიც მიდიოდა ევროკავშირის ქვეყნებში
2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, დაახლოებით 1 000 ოპერაციაზე მეტი არის საბაჟო ორგანოს მიერ შეჩერებული და გაუქმებული, რადგან არსებობდა სანქციების...