თავდაცვის მინისტრი დღეს საკანონმდებლო ორგანოს ეწვევა. ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე, უწყების მიერ 2020 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ანგარიშს წარადგენს.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მინისტრი წარადგენს ინფორმაციას უწყების საქმიანობის იმ ნაწილზე, რომელიც არ არის საჯარო. მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობს.

Comments

კომენტარები