თბილისში ვახშმობა „ცაში“ იქნება შესაძლებელი

მსოფლიოს ათობით ქვეყნის შემდეგ „ცაში“ ვახშმობა საქართველოშიც იქნება შესაძლებელი. 70 ქვეყნის დიდ ქალაქში გახსნილი კვების ობიექტი 15 მაისს თბილისში გაიხსნება. ინფორმაცია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ირკვევა, რომ „ცაში“, 50 მეტრის სიმაღლეზე ვახშმობას ერთდროულად 22 სტუმარი შეძლებს. მენიუს ფასი ერთ ადამიანზე 199-დან 345 ლარამდე იქნება.

კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ თბილისის გარდა სერვისი მალე ბათუმშიც ამოქმედდება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „ცაში“ ვახშმობა უსაფრთხოა. ღია სივრცის მიუხედავად იქ მოწევა აკრძალული იქნება. შეუძლებელია საპირფარეშოთი სარგებლობა.

„ვახშამი ცაში“ – კონცეფციის პირველი რესტორანი 2006 წელს ბელგიაში გაიხსნა.

Comments

კომენტარები