თაკო ჩარკვიანი – ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩემი პრეტენზიები გამართლდა, 2018 წელს, მეორე ტურის შემდეგ მას ხელში ჰქონდა 29-პროცენტიანი პარტია და რვა პროცენტზე დაიყვანა

თაკო ჩარკვიანი – ნიკა მელიასთან დაკავშირებით ჩემი პრეტენზიები გამართლდა, 2018 წელს, მეორე ტურის შემდეგ მას ხელში ჰქონდა 29-პროცენტიანი პარტია და რვა პროცენტზე დაიყვანა

2018 წელს ბევრმა ადამიანმა ჯანმრთელობა ჩავდეთ იმაში, რომ როგორმე ძალა ერთობა ყოფილიყო, რომლის შენარჩუნებაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი ამბიციური პოლიტიკოსის თუ პოლიტიკანის გამო ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რამ ხდება, დასავლური ვექტორი მის გარშემო უნდა გაერთიანდეს.

„თქვენც შეამჩნევდით, რომ ერთი კვირაა, გარკვეულწილად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ დასავლური ვექტორი გავერთიანდეთ. ეს მომწონს ერთმნიშვნელოვნად, ამისთვის ვიღვწვი მუდამ. მიმაჩნია, რომ 2018 წელს ბევრმა ადამიანმა ჯანმრთელობა ჩავდეთ იმაში, რომ როგორმე ძალა ერთობა ყოფილიყო, რომლის შენარჩუნებაც, სამწუხაროდ, ბრჭყალებში, ზოგიერთი ამბიციური პოლიტიკოსის თუ პოლიტიკანის გამო ვერ მოხერხდა. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც ხდება, ამ ერთი საკითხის გარშემო უნდა გაერთიანდეს დასავლური ვექტორი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, „რა არის საფუძველი იმისა, რომ ხშირად აკრიტიკებთ „ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს“. თაკო ჩარკვიანის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მისი პრეტენზიები გამართლდა.

მისივე განცხადებით, არაფერია იმაზე ცუდი, ვიდრე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის მხრიდან „პარტიაში სტაგნაციისა და უძრაობის შეტანაა“.

„რაც შეეხება კითხვას ნიკა მელიასთან დაკავშირებით, ჩემი პრეტენზიები გამართლდა. რა პრეტენზია შეიძლება, მქონოდა იმ დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტიისადმი, რომლის წევრი არ ვარ, მაგრამ ერთ-ერთს, მე ძალიან დიდი წვლილი მაქვს შეტანილი, რომ მსხვილი ოპოზიციური დასავლური ვექტორის პარტია დასუსტებული როდესაც იყო, მაშინ მოძლიერებულიყო. რატომ მინდოდა ასე? ცოტა შორს ვიხედები და ჩემთვის ამომავალი წერტილი არის რუსეთ-საქართველოს ბრძოლა. ამიტომ ამ ბრძოლის დროს, ამ ბრძოლაში შესუსტებული დასავლური ვექტორი იქნებოდა კატასტროფა. მეორე ტური ხომ დავდეთ, ეს პრაქტიკული გამარჯვება იყო მაშინდელი ოპოზიციის. მას შემდეგ ყველაფერი თავდაყირა წამოვიდა. რა შეიძლება, რომ მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერმა პროცესს გაუკეთოს ცუდი? ის, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში შემოიტანოს სტაგნაცია და უძრაობა. ამაზე ცუდი არაფერი არსებობს. ამას მოაქვს ნიჰილიზმი. ეს გააკეთა ამ ახალგაზრდა კაცმა – ნებსით თუ უნებლიეთ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

Comments

კომენტარები