
თავდაცვის სამინისტრო – შოვისკენ უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი, კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება
საქართველოს თავდაცვის ძალები ონის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტიანად განსახორციელებლად დღეიდან ჩაერთო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე, შოვის მიმართულებით უკვე გაემგზავრა აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით.
„სამხედრო ინჟინრებს დამეწყრილ ზონაში გადაადგილებისთვის ქვეითი საპონტონე ხიდებიც მიაქვთ.შოვში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად კოპიტნარის ბაზიდან კი, ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა მიემგზავრება. ქვედანაყოფი უახლესი თაობის სამაშველო საშუალებებით არის აღჭურვილი, რომელიც ქართულ მხარეს დანიის სამეფომ გადასცა. პირად შემადგენლობას ასევე გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ჩართულობის მიმართულებებსა და საჭიროებებს დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური სამხედრო ტექნიკითა და საშუალებებით, რომლებიც ამოცანების მიღებისთანავე ჩაერთვებიან სამაშველო და გაწმენდით ღონისძიებებში“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გიორგი ამილახვარი მასწავლებლების ხელფასის ზრდაზე: ეს ჩადებული ინვესტიციაა მასწავლებლებში, ვინაიდან მათ უზრუნველყონ ხარისხიანი განათლება, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიტანს უკეთეს მომავალ თაობებს
მიმაჩნია, რომ მსგავსად, სხვა ღირსეული პროფესიებისა, მასწავლებლის პროფესია არცერთს არ ჩამოუვარდება, ამიტომ ის იმსახურებდა და იმსახურებს ასეთ მიდგომას, ამის შესახებ...
ზურაბ ჟვანია 9 დეკემბერს 60 წლის გახდებოდა – „იმედის კვირის“ სპეცრეპორტაჟი
9 დეკემბერს ზურაბ ჟვანია 60 წლის გახდებოდა. ზურაბ ჟვანიას პოლიტიკა ეფუძნებოდა ჭეშმარიტ ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ქართულ პოლიტიკაში იგი ამ...
საიდუმლო კოდი … რა ფუნქცია დაემატა WhatsApp-ს
ამიერიდან WhatsApp-ის მომხმარებლებს შეეძლებათ დააყენონ საიდუმლო წვდომის კოდი პრივატულ ჩატებში, რაც მათ საშუალებას მისცემს მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალონ. ინფორმაცია ოფიციალურ ვებსაიტზე...
გუბაზ სანიკიძე: მოქალაქეები, რომლებიც ვერ გარკვეულან მზე საიდან ამოდის და სად ჩადის, უნდა დავარწმუნოთ რა ელოდებათ, თუ ხელისუფლებაში “ოცნება” დარჩება
საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, რომელიც ვერ გარკვეულა მზე საიდან ამოდის და სად ჩადის, უნდა დავარწმუნოთ რა ელოდება, თუ ხელისუფლებაში "ოცნება"...
„ყოფილს მოგცემ მე შენ. მე მარადიული დედამთილი ვარ- ხათუნა ხოფერია თიკა ჯამბურის
მომღერალი თიკა ჯამბურია „მასტერშეფის მონაწილეა. ერთ კადრში თიკა ამბობს, რომ გადაცემაში ყოფილი დედათილის, ხათუნა ხოფერიას ვერცხლის ჭურჭელი მოიტანა, რასაც ყოფილი...
„ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ფიზიკურად არასდროს ვჩხუბობ” – ტალახაძე
„ფეთქებადი ხასიათი მაქვს, მაგრამ ფიზიკურად არასდროს ვჩხუბობ" - ასე უპასუხა ნიკოლოზის კითხვას მსოფლიოს ყველაზე ძლიერმა მამაკაცმა, ლაშა ტალახაძემ. ძალოსანმა პირად...