ზაქარია ქუცნაშვილი ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

არლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
დეპუტატმა ახალგაზრდებს გააცნო პარლამენტის სტრუქტურა, იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების საკანონმდებლო საქმიანობა, საპარლამენტო დიპლომატიაში მუდმივმოქმედი საპარლმენტო დელეგაციებისა და პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების როლი, ასევე პარლამენტის საქმიანობის პოლიტიკური სუბიექტების – საპარლამენტო ფრაქციების საქმიანობის მიზნები.
ახალგაზრდა პარლამენტარების კითხვებზე პასუხისას, ზაქარია ქუცნაშვილმა ისაუბრა კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე და ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლის პროცესზე, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ახალ საპენსიო სისტემაზე და სხვა საკითხებზე.
პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ახალგაზრდული პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს წარმატებები უსურვა.

Comments

კომენტარები