ვცდილობ, ავაცილო იმ ხეს ჩემი შვილი”-“თავში უამრავჯერ დავატრიალე ეს კადრი…მევლუდ მელაძე საბედისწერო ავარიის შესახებ

ავ­ტო­ა­ვა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლი 15 წლის ნი­კუ­შა ჯორ­ჯა­ძის მა­მას, მევ­ლუდ მე­ლა­ძეს სურს, მისი შვი­ლი იყოს ბოლო, ვინც სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ავა­რი­ას შე­ე­წი­რა, ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­ცე­მა­ში „იმე­დის კვი­რა“ გა­ნა­ცხა­და.

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მამა ვა­რა­უ­დობს, რომ მო­ზარ­დებ­მა სწორ გზა­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რის გა­ვი­თა­რე­ბა სხვებ­თან თა­ვის მო­სა­წო­ნებ­ლად სცა­დეს :

„ვფიქ­რობ გარ­კვე­ულ ტესტს ჰქონ­და ად­გი­ლი, ბავ­შვებ­მა სა­კუ­თა­რი ჭკუ­ით შე­არ­ჩი­ეს ად­გი­ლი, სა­დაც მი­სახ­ვევ-მო­სახ­ვე­ვი არ იყო, გა­და­წყვი­ტეს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწორ გზა­ზე გა­ნე­ვი­თა­რე­ბი­ნათ ისე­თი სიჩ­ქა­რე, რომ­ლი­თაც თავს მო­ი­წო­ნებ­დნენ თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან“ – ამ­ბობს მე­ლა­ძე.

მი­სი­ვე თქმით, ნი­კუ­შას მა­ღა­ლი სის­წრა­ფე არა­სო­დეს მოს­წონ­და და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, ბიჭი არც ბოლო წუ­თებ­ში გრძნობ­და თავს კომ­ფორ­ტუ­ლად, თუმ­ცა, „რო­დე­საც ოთხი მო­ზარ­დი ერ­თად იკ­რი­ბე­ბა, ში­შის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბა რთუ­ლია“.

ნი­კუ­შამ მან­ქა­ნის მარ­თვა არ იცო­და, მამა მას პრინ­ცი­პუ­ლად არ ას­წავ­ლი­და.

„ვინ თუ არა მე ვიცი, რა შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ტა­ნოს ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვამ. მას რომ კარ­გად სცოდ­ნო­და მარ­თვა, მე­ტად გა­ბე­დუ­ლი იქ­ნე­ბო­და, რომ სწრა­ფად და აგ­რე­სი­უ­ლად ემარ­თა.

რო­დე­საც BMW-ს სა­ჭეს­თან ჯდე­ბი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­და­გა­წყობს მან­ქა­ნა. თუ ასა­კით პა­ტა­რა ხარ და სის­ხლი გი­დუღს და ავ­ტო­მო­ბი­ლიც „გე­ძა­ხის“ სიჩ­ქა­რე გა­ნა­ვი­თა­რო, ასე­თი რა­მის რის­კი ძა­ლი­ან დი­დია,“ – ჰყვე­ბა მე­ლა­ძე.

გარ­დაც­ვლი­ლის მამა გა­და­ცე­მა­ში შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ იმ ად­გი­ლას სა­უბ­რობს, სა­დაც სა­ბე­დის­წე­რო ავა­რია მოხ­და. იქ კვლავ არის შე­მორ­ჩე­ნი­ლი მან­ქა­ნის ნა­წი­ლე­ბი.

„თავ­ში უამ­რავ­ჯერ და­ვატ­რი­ა­ლე ეს კად­რი და ყვე­ლა დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე ვცდი­ლობ, ავა­ცი­ლო იმ ხეს ჩემი შვი­ლი“.

ავა­რია იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ შე­ჯა­ხე­ბის ხმა ად­გი­ლი­დან 1 კმ-ში გა­ის­მა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს მან­ქა­ნა­ში წინ მსხდო­მე­ბი პა­ნი­კა­ში დახ­ვდათ, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მჯდო­მი 15 წლის ახალ­გაზ­რდა – უგო­ნოდ, 15 წლის ნი­კუ­შა კი – გარ­დაც­ვლი­ლი.

„აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ცა­რი­ე­ლე შექ­მნა და რა ამო­ავ­სებს ამ სი­ცა­რი­ე­ლეს, არ ვიცი. დე­დის მდგო­მა­რე­ო­ბის ახ­სნას არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს, ის­ტე­რი­უ­ლად უყუ­რებს ერ­თსა და იმა­ვე ფო­ტო­ებს, ვი­დე­ო­ებს, ურე­კავს მის მე­გობ­რებს, სთხოვს რომ ყვე­ლა ფოტო და ვი­დეო გად­მო­უგ­ზავ­ნონ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ ხანს უყუ­როს თა­ვის შვილს…“

გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მამა მის სხვა თა­ნა­ტო­ლებს მო­უ­წო­დებს, სიფრ­თხი­ლით მო­ე­კი­დონ მან­ქა­ნის მარ­თვას.

„ყო­ველ დღე ხმა­მაღ­ლა უნდა ვთქვათ, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი არის მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც კლავს, თუ მას არას­წო­რად მო­ვექ­ცე­ვით,“ – აღ­ნიშ­ნავს მევ­ლუდ მე­ლა­ძე.

www.ambebi.ge

Comments

კომენტარები