ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს: თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებთ – თქვენ დარჩებით ტერორისტებად, რომლებისაც საკუთარ შვილიშვილებსაც კი შერცხვებათ

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებს: თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებთ – თქვენ დარჩებით ტერორისტებად, რომლებისაც საკუთარ შვილიშვილებსაც კი შერცხვებათ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსებს რუსულ ენაზე მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინა ამ ომს აუცილებლად მოიგებს.

„დღეს თქვენი, რუსული სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა კრივი-რიჰიკარაჩანოვსკის წყალსაცავი, ობიექტები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ სამხედრო ღირებულება და ფაქტობრივად, ასობით ათას ჩვეულებრივ მშვიდობიან მოქალაქეს ურტყამთ. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც რუსეთი წააგებს, და არა მხოლოდ ამ ომს, არამედ თავად ისტორიასაც. თქვენ სუსტები ხართ, რომლებიც ომს აწარმოებთ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ნაძირლები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაქცეულები ცდილობენ სადღაც შორიდან გამოიწვიონ ზიანი. თქვენ დარჩებით ტერორისტებად, რომლებისაც საკუთარ შვილიშვილებსაც კი შერცხვებათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Comments

კომენტარები