
ექიმი: ერთი კვირა სააკაშვილთან, სადილზე სუში მოაქვს, მეგონა თევზის სუშია და გამიხარდა, თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა
ერთი კვირაა, სადილზე სუში მოაქვს. ჯერ მეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გამიხარდა. თევზი კალორიულია და რამდენჯერ ვურჩიე და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა, – ამის შესახებ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ლუიზა შენგელიამ „იმედის კვირას“ სააკაშვილის კვების რაციონზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია კვების რაციონის შედგენისას ენდოკრინოლოგის რჩევებს საერთოდ არ ითვალისწინებს.
„კალორაჟზე ენდოკრინოლოგმა, ქალბატონმა სოფომ რომ შესთავაზა ქალბატონ გიულის, არა, ეს ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ თვითონ უკეთ ვიცით, რა უნდა მოვუტანოთო. ჩვენ ამას არ მივიღებთო და არც გამოართვა ის კალორაჟი, რაც ქალბატონმა სოფომ გამოთვალა.
სჭირდება ცილოვანი საკვების მიღება. ცილოვან საკვებს საკვები სახითაც არ იღებს. მის საკვებში ძირითადი ბოსტნეულობაა. ამ ბოლო დროს, ერთი კვირაა, სადილზე სუში მოაქვს. ჯერ მეგონა, რომ თევზის სუშია და ძალიან გამიხარდა. თევზი კალორიულია და რამდენჯერ ვურჩიე და თურმე, ბოსტნეულის სუში ყოფილა.
ძირითადად, სიმპტომურ მკურნალობაზეა, რაც ეკუთვნის მის ორგანიზმს. სხვაგვარი მიდგომა უნდა და ამაზე უარს ამბობს. ესმის ყველაფერი, ძალიან ჭკვიანი და ყველაფერში გარკვეულია. შესაძლოა, ჩემზე მეტიც ესმის.
სიმპტომური მკურნალობა რას ნიშნავს? – ეს სახლშიც შეიძლება და ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში, – განაცხადა ლუიზა შენგელიამ.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზე დედაქალაქი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტში ერთვება
თბილისის მერიასა და იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელებას თბილისის ტერიტორიაზე, სახელმწიფო, მუნიციპალურ და...
მიგრაციის ევროპული ქსელის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „საყოველთაოდ გასაგები ენა, როგორც მიგრაციის მართვის ინსტრუმენტი: მიგრაციის ევროპული ქსელის თავშესაფრის და მიგრაციის ლექსიკონი“ გაიმართა, რომელიც საქართველოს...
პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს იწყება
2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით...
რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება – იუსტიციის მინისტრის განმარტება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ კიდევ ერთხელ განმარტა, რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება. „დღეს...
5,8000 – ბათუმში გოლიათი მართა დაიბადა
ბათუმში გოლიათი გოგონა დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი" (Bau International Hospital)ავრცელებს. "#ბაუ #გოლიათი_ახალშობილი 🎀 გაიცანით -მართა 💝 👧 გოლიათი...
კახი კავსაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა
დღეს, 5 ივნისს კახი კავსაძის დაბადების დღეა. მსახიობს 88 წელის შეუსრულდებოდა. თბილისის ნოდარ დუმბაძის ასახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,...