ეროვნული გამოცდების ტესტებს შეიძლება ვიდეოდავალებებიც დაემატოს

ეროვნული გამოცდების ტესტებს, შესაძლოა, ვიდეოდავალებები დაემატოს. ამის შესახებ interpressnews-თან ინტერვიუში შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ისაუბრა. ამ ეტაპზე ინოვაციას ექსპერიმენტული ხასიათი ექნება.

“ამ მიმართულებით ვმუშაობთ და შესაძლოა, ჩავატაროთ მცირე ჯგუფთან პილოტირება ამ ტიპის შეფასების მოსამზადებლად წელს, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, როდის ჩავატარებთ ფართომასშტაბიან გამოცდას. პილოტირებას ვგეგმავთ უნარების ტესტისათვის. აქ უფრო ადვილია, რადგან ყველა დავალება შემოსახაზია და იქ ჩასაწერი არაფერია. ამიტომ ვაპირებთ ამ მეთოდის გამოცდას და შედეგების საფუძველზე მუშაობის გაგრძელებას”,- განაცხადა გორგოძემ.

Comments

კომენტარები