განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, კვლევის ჩატარებას გეგმავს, რათა მოხდეს იმ სოფლების გამოვლენა, სადაც კორონავირუსის ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლებია, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზანია არის ის, რომ ახალი სასწავლო წლისთვის საკლასო ოთახებში მოსწავლეთა ნაწილი მაინც დაბრუნდეს.

„ამ კვლევის შედეგები სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. მაღალი მოლოდინი იმისა, რომ არა მთლიანად საქართველოში არსებული ყველ სკოლა გააგრძელებს დისტანციურად სასწავლო პროცესს, არამედ იმის დაშვებაც, რომ მოსწავლეთა ნაწილი დაბრუნდეს საკლასო ოთახებში, ეს არის ერთ-ერთი გზა. თუმცა, თუ ჩვენი საზოგადოება დაიცავს ყველა რეგულაციასა და წესს – არსებული ინფიცირების შემთხვევები კი აჩვენებს, რომ დღეისთვის სწორედ ბავშვებში ხდება დაავადების გავრცელება, ეს არის თითოული ჩვენგანის პასუხისმგებლობ, ამაზეა დამოკიდებული, ჩვენ დავბრუნდებით თუ არა საკლასო ოთახებში. ამისთვის განათლების სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ყველა ნაბიჯს დგამს, ამ მიზნით შესწავლილი გვაქვს ინტერნეტთან წვდომა, გარემო, ტექნიკის მდგომარეობა – შესაბმისად, ყველა ამ გათვლასთან ერთად დაიწყება აღნიშნული კვლევა და გვინდა მივცეთ თითოეულ ოჯახს, თითოეულ მოსწავლეს იმის შესაძლებლობა, რომ საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ“, – განაცხადა დგებუაძემ.

Comments

კომენტარები