ევროკავშირის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილებას არ ადასტურებს

ევროკავშირის მონიტორინგის მისია ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ Imedinews-ს საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პრესსამსახხურში განუცხადეს.

მათი განმარტებით, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ ევროკავშირის დამკვირვებლები და ოფიციალურ განცხადებას უახლოეს ხანში გაავრცელებენ.

ამასთან, განცხადება გაავრცელა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოეგმა.

„EUMM პატრულები ამჟამად დიდ ხურვალეთში მონიტორინგს ახორციელებენ. ახალი ბორდერიზაციის კუთხით მოქმედებები არ შეიმჩნევა.

არც ინციდენტი დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, ცხელი ხაზის ჩათვლით ამოქმედებულია, რომ უზრუნველყოფილი იყოს კომუნიკაცია“, – წერია ჰოეგის განცხადებაში, რომელიც მისივე „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

ხურვალეთში ვითარების გასარკვევად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა

Comments

კომენტარები