გურამ დოჩანაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა

მწერალ გურამ დოჩანაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

საპატიო თბილისელები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა.

საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად ცხრა ექიმს მიენიჭა.

საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და Georgian Six.

წლევანდელი „თბილისობა“ მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.

Comments

კომენტარები