გორში 9 თვის ჩვილი ბებიამ გარდაცვლილი იპოვა

ჩვილი გარდაცვლილი ბებიამ დილით ნახა. უცნობია რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვის დედა კლინიკაშია მოთავსებული და პატარა ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. ბავშვის ცხედარი ექსპერტზიის ბიუროშია გადასვენებულია.

როგორც შსს პრესსამსახურეში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Comments

კომენტარები