გოგოს პირდაპირ ეთერში თავს დაესხა რვაფეხა, რომლის ცოცხლად შეჭმასაც აპირებდა. ვიდეო

ჩინელმა ვლოგერმა პირდაპირ ეთერში რვაფეხას ცოცხლად შეჭმა სცადა, თუმცა ზღვის ბინადარი მას თავს დაესხა.

DailyMail-ის ცნობით, გოგო ვიდეოპლატფორმა Kuaishou-ზე seaside girl Little Seven-ის სახელითაა დარეგისტრირებული. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ემზადება ვლოგერი რვაფეხას შესაჭმელად, რა დროსაც ზღვის ბინადარი მის სახეს ეწებება და თავს ესხმის.

როდესაც ის სახიდან რვაფეხას იშორებს, მაყურებელს მიმართავს, რომ ზღვის ბინადარს შემდეგ ვიდეოში მიირთმევს.

ჩინელ ვლოგერს თავის ვიდეოებში არაერთხელ უჭამია ზღვის პროდუქტი, მათ შორის ლობსტერებიც.

Comments

კომენტარები