
გიული ალასანია – სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება, ცარიელი ძვლები დარჩა, ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან? ამათ ეს ასე არ შერჩებათ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მკურნალობას არანაირი შედეგი არ აქვს.
როგორც გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი დამხმარე საშუალებითაც ვეღარ გადაადგილდება.
„კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს. არ ვიცი, ხერხემალი მოჩანს აქედან. კეთდება გადასხმები, მაგრამ ეს ადამიანი ყოველდღე უარესად ხდება, აბა, რანაირი მკურნალობაა? ე.ი. შედეგი ხომ არ აქვს ამ მკურნალობას? ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან? ეს ამათ ასე არ შერჩებათ. არა მარტო სასამართლოზე დასწრებას ვერ შეძლებს, დამხმარე საშუალებით რომ გადაადგილდებოდა, ახლა ვეღარ გადაადგილდება. იმდენად დასუსტებულია, რომ ადამიანი იმითაც ვეღარ დადის“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გოგა ხაინდრავა: ყველას კარგად ესმის, რომ ამ ქვეყნის საუკუნოვანი საფუძველი არის რწმენა, ოჯახი, ღირსება, ტრადიციები და ის, რამაც მოიტანა ეს პატარა, ციცქნა ქვეყანა
ყველას კარგად ესმის, რომ ამ ქვეყნის საუკუნოვანი საფუძველი არის რწმენა, ოჯახი, ღირსება, ტრადიციები და ის, რამაც მოიტანა ეს პატარა, ციცქნა...
ნიკა მელია ენმ-ს ახალ მენეჯმენტზე: ნაცვლად იმისა, რომ მიშას უთხრან, გამაგრდი, უნდა გიშველოთ, იქით ეძახიან გვიშველე, მოდი ჩაგვიდექი სათავეშიო
ახალი მენეჯმენტის პირობებში კონსოლიდაციის შანსი დაკარგულია და ნაცვლად იმისა, რა მთავარი დაპირებითაც მოვიდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილს უთხრან - მიშა გამაგრდი,...
გოგა ხაინდრავა: რაც დღეს რასმუსენმა განაცხადა ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი მთელი ამ თვეების განმავლობაში ლაპარაკობს
რაც დღეს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ზუსტად იმას ადასტურებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება, მისი სხვადასხვა წარმომადგენელი და პირველ რიგში ირაკლი ღარიბაშვილი მთელი...
ეკა სეფაშვილი – 12 რეკომენდაცია პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, უკრაინასა და მოლდოვას მიეცათ ანალოგიური რეკომენდაციები სტატუსის მინიჭების შემდეგ, ჩვენ კი წინასწარ, სტატუსის მისაღებად
საქართველოსთვის 12 რეკომენდაციის მიცემა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ უკრაინას და მოლდოვას მიეცათ ანალოგიური რეკომენდაციები კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ....
გიორგი ვოლსკი: რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს?
კრემლთან დათმობის პოლიტიკა აქ არ იგრძნობა, რადგან კრემლისთვის იდეა არის არა ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა, არამედ თავისი ინტერესების გატარება, - ამის...
გიორგი ვოლსკი: მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში
მხოლოდ უკრაინის გავლით მხოლოდ გაზით ცალმხრივი ვაჭრობა სამჯერ აღემატება მთელ საქონელბრუნვას, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან წლის განმავლობაში, - ამის შესახებ...