გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მე-4 გამარჯვება მოიპოვა

32 წლის ქართველი მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეოთხე შეხვედრა გამართა.

მისი მეტოქე ვენესუელელი ომარ მორალესი იყო, რომელსაც აქამდე ჩატარებული 10 შეხვედრიდან ათივე მოგებული ჰქონდა.

დაპირისპირება აბუ-დაბისთან მდებარე „მებრძოლთა კუნძულზე“ გაიმართა.

ჭიკაძე სამივე რაუნდში უპირატესობას ფლობდა, მან ბოლო რაუნდში მეტოქეს ძლიერად მოარტყა, მორალესი ოქტაგონზე დავარდა, რის შემდეგაც ჭიკაძემ კიდევ რამდენიმე დარტყმა შეასრულა. ამის შემდეგ არბიტრებისთვის გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა და გამარჯვებულის ვინაობა საბოლოო გაირკვა.

გიგამ UFC-ში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მებრძოლმა UFC-ში 4 ბრძოლა გამართა და ოთხივე მოიგო.

Comments

კომენტარები