გამოიგონეს კანის პრინტერი, რომელიც ადამიანს აახალგაზრდავებს

ლას-ვეგასში, სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი წარადგინეს. ამის შესახებ BBC წერს.

Opte – ასე ჰქვია სახის კანისა და ხელების სკანერს, რომლის პრეზენტაციაც კომპანია Procter and Gamble-მა კალიფორნიაში, CES 2019-ზე გააკეთა.

მოწყობილობა ჰიპერპიგმენტაციის ან ასაკობრივ ლაქებს აშორებს, აუფერულებს. Opte-ში კამერაა ინტეგრირებული, რომელიც წამში 200 სურათს იღებს. სკანერი სახის კანის ფერზე დაკვირვებით აგროვებს მონაცემებს და მას მიკროპროცესორზე გზავნის. ამის შემდეგ, მიღებული მასალა ე.წ. თერმულ inkjet პრინტერზე იგზავნება, რომელიც პროდუქტს პირდაპირ მომხმარებლის სახეზე ბეჭდავს.

მოწყობილობა კანის სამ ფერზე მუშაობს: ღია, საშუალო და მუქი, რაც იმას ნიშნავს, რომ Opte-ს ყველა ტიპის კანის გაახალგაზრდავებას შეძლებს.

6 იანვარს ლას-ვეგასში (აშშ) ელექტრომოწყობილობების ყოველწლიური გამოფენა CES-2019 გაიხსნა, რომელზეც მსხვილი კომპანიები და ნაკლებად ცნობილი სტარტაპები ახალ პროდუქტებს წარადგენენ. სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ კალიფორნიაში 11 იანვარს დაიხურება.

ფოტო: BBC
ფოტო: BBC

Comments

კომენტარები