ბორჯღალოსნებმა პორტუგალია 39-24 დაამარცხა 

🇬🇪🇵🇹 საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 39:24 დაამარცხა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრებმა პარიზში, „სტად ჟან ბუენზე“ პორტუგალიის ნაკრები 39:24 დაამარცხა.

სამი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს საქართველოს ნაკრები 14 ქულით ლიდერობდა, მეორე ადგილზე პორტუგალიის ნაკრებია 9 ქულით, მესამეზე კი ბელგია – 6 ქულით.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის სპონსორია „თიბისი“. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი ტელეკომპანია „იმედი” ექსკლუზიურად ახორციელებს

 

Comments

კომენტარები