ახალგაზრდა გოგონა ფირუზისფერი კაბით, რომელიც თბილისში ავტობუსის მძღოლად მუშაობს

თბილისის ავტობუსებზე ქალი მძღოლები გამოჩდნენ. ეს ფაქტი, საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. სოციალურ ქსელში ერთერთმა მომხმარებელმა გაავრცელა ფოტო, სადაც ყვითელი ავტობუსის მძღოლად, ფირუზისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა ზის.

ფირუზისფერკაბიანი გოგონა, 25 წლის სოფო ტაბატაძეა, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებისთვის ემზადებოდა და “ფორტუნამ” ის ოქტომბერში ჩაწერა. სოფოს მეუღლე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეა, სწორედ მან შესთავაზა სოფოს იდეა – გამხდარიყო ავტობუსის მძღოლი.

ფოტოს ავტორი აღნიშნავს, რომ გოგონას ულამაზესი კაბა ეცვა და ამის გამო, შთაბეჭდილების ქვეშაა.

მძღოლი გოგონა 11 ნომერი ავტობუსის მართვისას გადაიღეს.

Comments

კომენტარები