აფთიაქებში პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი დღეიდან შეივსება

საქართველოს მასშტაბით ანტივირუსული პრეპარატის “ტალიმფუს” მარაგები აფთიაქებში 11 იანვრიდან შეივსება. როგორც imedinews-ს ჯანდაცვის სამინისტროში უთხრეს, დღეისთვის აფთიაქებს პრეპარატის საკმარისი მარაგები აქვთ, დამატებით მათ მიერ შეკვეთილი 3000 კოლოფი კი ქსელში დღეს საღამოს შევა და ხვალიდან გაიყიდება.

საუბარია “ავერსის”, “პე-ეს-პეს”, “ჯი-პი-სის” და “ფარმადეპოს” აფთიაქების ქსელებზე. ამასთან სამინისტროში ამბობენ, რომ უწყებისთვისაც შემოვა დღეს მათ მიერ შეკვეთილი 10 000 კოლოფი “ტამიფლუ”. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში აფთიაქებს ისევ დაეხმარება.

მანამდე კი პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, 6 იანვრიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ იყიდება.

შეგახსენებთ, რომ უფასოდ “ტამიფლუს” მისაღებად აუცილებელია, რომ ადგილზე მოქალაქემ წარადგინოს ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).

მინისტრის თქმით, ვირუსის სიმპტომების აღმოჩენისთანავე, პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და არა სასწრაფო დახმარებას.

 

Comments

კომენტარები