ანუკი არეშიძე კახა კალაძეზე: იმაზე ბევრად უფრო კეთილი ადამიანია, ვიდრე ჩანს…

დიზაინერმა ანუკი არეშიძემ  გადაცემაში „სთორი“, თავისი მეუღლის, თბილისის მერის კახა კალაძის შესახებ ისაუბრა.

„პარიზიდან მქონდა პირდაპირი ჩართვა, ამ ჩართვისთვის უყურებია და მაშინ მოვწონებივარ. რომ შემხვდა, მერე მითხრა: – შენ ის გოგო ხარ, რომელიც მომეწონაო. ძალიან ნელა დაიწყო და შემდეგ ყველაფერი სწრაფად განვითარდა. ჩვენი გაცნობიდან 6 თვეში შევქმენით ოჯახი.

რომ გავიცანი, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, სულ ვკამათობდი მასთან, ვაკრიტიკებდი, ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ შემდეგ მისმა ადამიანობამ მომხიბლა. როგორიც გარედან ჩანს, იმაზე უფრო მეტად კარგი და კეთილი ადამიანია, რაც ძალიან იშვიათია. ძალიან ყურადღებიანი იყო და არის“, – აღნიშნა ანუკი არეშიძემ თათია შარანგიასთვის მიცემულ ინტერვიუში.

Comments

კომენტარები