ამერიკის 6 შტატში ავოკადოს შეტანა აკრძალეს

ამერიკამ 6 შტატში, არიზონაში, კალიფორნიაში, ფლორიდაში, ნიუ-ჰემფშირში, ჩრდილოეთ კაროლინასა და ვისკონსინში ავოკადოს შეტანაზე, საშიში ბაქტერიის შესაძლო აღმოჩენის გამო უარი თქვა. ამის შესახებ The Time წერს.

ამავე წყაროს თანახმად, ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ 6 შტატში ბაქტერიის შემადგენელი ავოკადო აკრძალვამდეც შეიძლებოდა გაყიდულიყო. სწორედ ამიტომ, აშშ-ში მომხმარებლებს მოუწოდებენ, მცენარე შეძენის ადგილზე დააბრუნონ და თანხის ანაზღაურებასაც ჰპირდებიან.

ბაქტერია, რომლის სახელწოდებაა listeria, განსაკუთრებით საშიშია ბაშვებისთვის, ხანდაზმულებისა და ფეხმძიმეებისთვის. ეს ბაქტერია იწვევს ციებ-ცხელებას, თავის ტკივილს, დიარეას. ფეხმძიმეებისთვის ინფექციამ შესაძლოა, ფატალური შედეგიც გამოიწვიოს, კერძოდ, საუბარია ნაყოფის გარდაცვალებაზე.

Comments

კომენტარები