ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გოგრიჭიანმა თავისუფალ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე გიორგი გოგრიჭიანმა, წარმატებით იასპარეზა საქართველოს ჭაბუკთა პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში.

ტურნირი გაიმართა ხაშურის სასპორტო სკოლაში, სადაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 254-მა ფალავანმა მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონ-პრიზიორები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

გიორგი გოგრიჭიანმა (მწვრთნელი: ლევან ბარსონიძე) საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა 51 კილოგრამ წონით კატეგორიაში და დაეუფლა ოქროს მედალს.

ის საქართველოს ნაკრების წევრია და უახლოეს მომავალში საქართველოს ღირსებას დაიცავს მსოფლიოს და ევროპის პირველობაზე.

Comments

კომენტარები