ავლაბარში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.

ისნის რაიონში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, სრულდება. აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით, გამგეობაში თუ პირადად ჩემს სახელზე, მოსახლეობისგან არაერთი წერილი იყო შემოსული. ჩვენ აქ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და დღეს უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა, დასრულების ეტაპზეა. ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობაა კმაყოფილი, რადგან აქ, ტრანსპორტიც არ გადაადგილდებოდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მზადყოფნაა, რომ მსგავსი პრობლემები ყველა უბანში მოწესრიგდეს.

პროექტის ფარგლებში, 2905 კვ.მ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, მოძველებულ და დაზიანებულ წყალარინების სისტემას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ განახორციელა.

პროექტის მეორე ეტაპზე, ისნის რაიონის გამგეობის მიერ, 571 კვ.მ ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 2219 კვ.მ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები, რომელიც ჯამში, 114 კვ.მ ფართობს მოიცავს.

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ „არსაკიძე 2000“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 157 303 ლარი დაიხარჯა.

Comments

კომენტარები